ავღანეთი

ავღანეთი
მდებარეობს ცენტრალური აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; ტერიტორია 655 ათასი კმ2; მოსახლეობა - 23,7 მლნ. ადამიანი (ეს რიცხვი არ წარმოადგენს ზუსტ მაჩვენებელს, რადგანაც 1979-96 წლებში მომხდარი კატაკლიზმების შედეგად ადგილი ჰქონდა მოსახლეობის რაოდენობის რადიკალურ ცვლილებას); ეთნიკური შემადგენლობა: პუშტუნები - 38%, ტაჯიკები - 25%, ხაზარები - 19%, უზბეკები - 6%; ოფიციალური ენები: პუშტუ (35%) და დარი (50% - ლაპარაკობს ტაჯიკები და ხაზარები); ძირითადი რელიგია: ისლამურ სუნიზმს მისდევს მოსახლეობის 84%, შიიზმს 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნაში არსებობდა მძლავრი სუფისტური ორდენები, ძირითადში ნაქშბანდია და ქადარია, რომლებიც დიდ როლს ასრულებდნენ მონარქიის ხელისუფლების განმტკიცებაში და საბჭოთა ოკუპაციის დროს წარმოადგენდნენ მძლავრ ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ბირთვს (სხვათა შორის ე.წ. ,,პეშავარის შვიდეულის” ლიდერი მოლა მოჯადდედი ეკუთვნოდა ნაქშბადიის ორდენს). ამასთან, დასავლეთ ავღანეთში საუბრობენ დარის ან ავღანურ სპარსულ დიალექტზე. დარის დიალექტზე საუბრობენ ხაზარები და ტაჯიკები, რომლებიც ცხოვრობენ ცენტრალურ და დასავლეთ ავღანეთში და მისდევენ შიიზმს. ჩრდილოეთ ავღანეთი ძირითადად წარმოდგენილია თურქულენოვანი ეთნოსებით (უზბეკები, თურქმენები, ყირგიზები და ა.შ.). ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ბატონობენ პუშტუნები, რომლებიც საუბრობენ საკუთარ ინდურ-სპარსული ენების ნაჯვარ პუშტუნურ ენაზე. პუშტუნები იყოფიან ორ ეთნიკურ ჯგუფად: გილზაებად და აბდალებად (შემდგომში ისინი გადაკეთდნენ დურანებად), რომლებიც ითვლებიან ავღანეთის ტიტულოვან ეთნოსად.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ავღანეთი" в других словарях:

  • ვაჰაბიზმი — სუნიტური ისლამის ერთ ერთი მიმდინარეობას, ახლოს მდგომ სკოლის იდეებთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს ვაჰაბიზმის სახელწოდებით, XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ ალ ვაჰაბმა დაუდო… …   Georgian encyclopedia

  • არშემდგარი სახელმწიფო — • ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან… …   Georgian encyclopedia

  • ბენ ლადენ უსამა — უსამა ბენ მოჰამედ ბენ ლადენი დაიბადა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში 1957 წელს. წარმოშობით მისი ოჯახი იემენიდან იყო. ბენ ლადენის მამა დაუახლოვდა საუდის არაბეთის სამეფო ოჯახს და შესძლო სანავთობო და საამშენებლო ბიზნესის წყალობით დიდი კაპიტალის… …   Georgian encyclopedia

  • ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი — ბენ ლადენისა და ალ ქაიდას საქმიანობის პიკად შეიძლება მივიჩნიოთ 1998 წლის თებერვალში შექმნილი საერთაშორისო გაერთიანება: ,,ებრაელების და ჯვაროსნების წინააღმდეგ ისლამური მსოფლიო ფრონტი.” მასში გაერთიანდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ,,ალ ქაიდა”, ,,ალ… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»